მუხლი 35. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი (წევრი) უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ანდა დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაცია და სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს წესდებით (წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

Comments