მუხლი 34. რეგისტრაციის მონაცემები (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას, ადგილსამყოფელს და საქმიანობის მიზანს, დამფუძნებლის (დამფუძნებლების), ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვინაობას. ამოღებულ იქნეს (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემები საჯაროა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ მონაცემების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და მათი ხელმისაწვდომობა.  (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
3. ამოღებულ იქნეს (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)


Comments