მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
 2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.    (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)
3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

Comments