მუხლი 306-6. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

თუ სპეციალისტი  აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას, სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.

Comments