მუხლი 289-7. იპოთეკის მოწმობის გაუქმება (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:
ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;
ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში.                           
2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

Comments