მუხლი 289-2. იპოთეკის მოწმობის შინაარსი (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;
ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;
გ) მოვალის სახელსა და მისამართს;
დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;
ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს;
ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;
ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;
თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;
ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;
კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს;
ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.
2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას.

Comments