მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები (11.7.007 N5278)

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

Comments