მუხლი 1190. დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

1. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.  (28.12.2006 N 2626)
2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
 3. მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. 
4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს. 
 

Comments