მუხლი 1134. განცხადება ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შესახებ (28.12.2006 N 2626)

მეუღლემ, რომელსაც სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.


Comments