მუხლი 1125. განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით (28.12.2006 N 2626)

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:
ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ;
გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.
 

Comments