მუხლი 1124. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების წესი (28.12.2007 N5672)

1. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ერთობლივი განცხადების საფუძველზე. (28.12.2007 N5672)
2. მეუღლეები ვალდებული არიან განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. (28.12.2007 N5672)
3.  განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მას (მათ) საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი (მათი) სახელით წარმოდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის დასადასტურებლად. (28.12.2006 N 2626)
4. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 1110-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  (11.07.2009 N 1393)
5. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.  (28.12.2006 N 2626)


 
Comments