მუხლი 1113. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოვალეობანი (28.12.2006 N 2626)

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, ვალდებულია გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსით, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.
2. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.


Comments