მუხლი 1110. დაქორწინების გაფორმება

1. დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე. (28.12.2006 N 2626)
2. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2 თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ შეცვალონ განცხადებაში მითითებული დაქორწინების დრო. 
3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.(28.12.2006 N 2626)
4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.  (28.12.2006 N 2626)

Comments