მუხლი 1108. საქორწინო ასაკი

1. საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი. 
2. გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. 
3. თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.  


Comments