მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება პატენტის გაცემით საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით. 
2. პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. 
3. გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორობის უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა. 
4. პატენტის მოქმედების განმავლობაში პატენტმფლობელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება. 
 

Comments