მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:
ა. იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;
ბ. უფლებამოსილი პირის უარით;
გ. უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;
დ. უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე. შესრულებით.

Comments