მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა

999-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუ იგი ეხება პირისათვის მიყენებულ ზიანს, არ შეიძლება წინასწარ გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. იგივე წესი გამოიყენება ნივთისათვის მიყენებული ზიანის მიმართ,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება ან პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეთანხმებული იყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საჯარო-სამართლებრივ ფონდს ან საწარმოს შორის. ამის საწინააღმდეგო შეთანხმებები და დებულებები ბათილია.  


Comments