მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება

1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად მესაკუთრემ საგირავნო მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა (ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს. 
2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის ვინაობასა და ვალდებულების მოცულობას. 
3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება შემნახველს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას. 
 
Comments