საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №633 2012 წლის 26 ივ ლისი ქ. თბილისი „ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძან ებულებაში (სსმ III, 2010 წ., №6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1 ქვეპუნქტი:

„უ1) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი

Comments