საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №550 2012 წლის 9 ივ ლისი ქ. თბილისი „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., № 6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს ც ვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 25 ივლისიდან .
მ. სააკაშვილი
Comments