საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №391 2012 წლის 14 მაისი ქ. თბილისი

„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის № 22 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., 6, მუხ. 35) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრის მე-11 მუხლს ,,ს1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს2 ქვეპუნქტი:

„ს2) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს ხელმძღვანელი;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

Comments