საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №1012/16-1 2012 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ნომერი 127 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 64 და 150 .

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. როინიშვილი


დანართი

 

 

იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ -ქაიდასთან

ორგანიზაციის დასახელება

დასახელების სხვა ვარიანტები

მისამართი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

127

AL-QAIDA IN THE ARABIAN PENINSULA (AQAP)

 

ა) Al-Qaida of Jihad Organization in the Arabian Peninsula;

ბ) Tanzim Qa’idat al-Jihad fi Jazirat al-Arab;

გ) Al-Qaida Organization in the Arabian Peninsula (AQAP);

დ) Al-Qaida in the South Arabian Peninsula;

ე) Ansar al-Shari'a

(AAS)

ვ) Al-Qaida in Yemen (AQY)

 

19.01.10

(ცვლილე-ბები

04.10.12)

AQAP არის Al-Qaida-ს

რეგიონული მოკავშირე და

ძირითადად არაბეთის

ნახევარკუნძულზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფება.

 

მდებარეობა: იემენი (Yemen)

ალტერნატიული მდებარეობა:

საუდის არაბეთი

(Saudi Arabia)

(2004-2006)

 

შექმნილია 2009 წელს

Al-Qaida in Yemen-ისა და

Saudi Arabian Al-Qaida-ს

შერწყმის შედეგად.

 

AQAP-ის მეთაური:

ნასირ „აბდ-ალ-კარიმ

„აბდულაჰ ალ-ვაჰიში

 

(Nasir 'abd-al-Karim 'Abdullah Al-Wahishi).

 

მოადგილე: საიდ ალი ალ-

შიჰრი ( Said Ali Al-Shihri).

 

Ansar al-Shari`a შეიქმნა 2011 წლის დასაწყისში AQAP-ის მიერ და აიღო პასუხიმგებლობა იემენში ( Yemen )

ხელისუფლებისა და

მოქალაქეების მიმართ

განხორციელებულ

შეტაკებეზე.

 

 


Comments