მუხლი 99. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემა

1.  სათამაშო  ბიზნესის  მოსაკრებლის  გადახდის  ნიშნების  შესაძენად  მოსაკრებლის 
გადამხდელი     შემოსავლების     სამსახურის     ტერიტორიულ     ორგანოში     წარადგენს 

2.   განაცხადში   მიეთითება   მოქმედი   და   სარეზერვო   (გამოუყენებელი)   სათამაშო 
რაოდენობა.  განაცხადს  თან  ერთვის  სათამაშო  ბიზნესის  ორგანიზებაზე  დადგენილი 
წესით  აღებული  ნებართვის  ასლი  და  სათამაშო  ბიზნესის  მოსაკრებლის  გადახდის 
3.  მოსაკრებლის  გადამხდელის  მიერ  გადახდის  დამადასტურებელი  ნიშნების  შეძენა 
ხდება   შემოსავლების   სამსახურის   ტერიტორიულ   ორგანოში,   დაბეგვრის   ობიექტის 
ფაქტობრივი     განთავსების     ტერიტორიაზე     ადგილობრივი     თვითმმართველობის 
ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით. 
4.   სათამაშო   ბიზნესის   მოსაკრებლის   გადახდის   ნიშნების   შეძენა   მოსაკრებლის 
გადამხდელ    პირთა    მიერ    ხდება    ყოველი    საანგარიშო    პერიოდის    (კვარტალის) 
დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.  
5.   თუ   მოსაკრებლის   გადამხდელი   საქმიანობას   იწყებს   საანგარიშო   პერიოდის 
(კვარტალის)    განმავლობაში    ან    კვარტალის    განმავლობაში    გადამხდელს    ემატება 
დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე 
საანგარიშო  კვარტალზე,  ამასთან,  მოსაკრებელი  საანგარიშო  პერიოდზე  გადაიხდება 
სრულად.  
6.  შემოსავლების  სამსახურის  ტერიტორიული  ორგანოს  მიერ  სათამაშო  ბიზნესის 
მოსაკრებლის   გადახდის   ნიშნის   გაცემის   დროს   ამოჭრილ   უნდა   იქნეს   შესაბამისი 
მიმდინარე   აღმნიშვნელი   ციფრი   (ციფრები   ნიშანზე   განთავსებულია   კვარტალების 
მიხედვით I–დან IV–ის ჩათვლით). 
7.   სათამაშო   ბიზნესის   მოსაკრებლის   გადახდის   ნიშნები   გადამხდელზე   გაიცემა 
უფასოდ. 
Comments