მუხლი 98. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

1.   სათამაშო   ბიზნესის   მოსაკრებლის   გადახდის   ნიშანი   არის   მკაცრი   აღრიცხვის 
დოკუმენტი. 
2.   სათამაშო   ბიზნესის   მოსაკრებლის   გადახდის   ნიშნები   წარმოადგენს   №VI-08 
დანართში მოცემული ესკიზის ფორმას. 

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების აღწერილობა: 
ა) ნიშნებს, რომლებიც გამოიყენება სათამაშო ავტომატებზე მოსაკრებლის გადახდისას 
აქვს წარწერა „სათამაშო აპარატი”. ნიშნები შეიძლება იყოს: მუქი ლურჯი, წითელი, რუხი 
და იისფერი; 
ბ)  ნიშნებს,  რომლებიც  გამოიყენება  სათამაშო  მაგიდებზე  მოსაკრებლის  გადახდისას, 
აქვს წარწერა „სათამაშო მაგიდა”. ნიშნები შეიძლება იყოს: მუქი წითელი, წითელი, რუხი 
და იისფერი; 
გ)   ნიშნებს,   რომლებიც   გამოიყენება   ტოტალიზატორის   სალაროზე   მოსაკრებლის 
გადახდისას,  აქვს  წარწერა  „ტოტალიზატორი.  ნიშნები  შეიძლება  იყოს:  მუქი  ყვითელი, 
წითელი, რუხი და იისფერი; 
დ)  ნიშნებს,  რომლებიც  გამოიყენება  ბინგოს  სალაროზე  მოსაკრებლის  გადახდისას, 
აქვს წარწერა „ბინგო”. ნიშნები შეიძლება იყოს: მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი; 
ე)  ნიშნებს,  რომლებიც  გამოიყენება  ლოტოს  სალაროზე  მოსაკრებლის  გადახდისას, 
აქვს  წარწერა  „ლოტო”.  ნიშნები  შეიძლება  იყოს:  მუქი  ყავისფერი,  წითელი,  რუხი  და 
იისფერი; 
4.  მოსაკრებლის  გადახდის  ნიშანს  აქვს  სერია  და  ნომერი.  მოსაკრებლის  გადახდის 
პერიოდების  (კვარტალების)  აღნიშვნები  შეტანილია  ნიშნის  ქვედა  ნაწილში  რომაული 
ნიშნებით I-დან IV-ის ჩათვლით. 
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის ფირნიში, რომელიც დამზადებულია წებოვანი 
მასალისაგან და იგი ზიანდება აძრობის შემთხვევაში. 
6. მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ზომებია - 60X95მმ. 

Comments