მუხლი 96. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

1.  სანებართვო  მოწმობის  დაკარგვის  ან  დაზიანების  შემთხვევაში  შემოსავლების 
სამსახური   გასცემს   დუბლიკატს,   მფლობელის   მიერ   ამ   ნაწილის   „ბ”   ქვეპუნქტში 
მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.  
2.  ნებართვის  მფლობელმა  სანებართვო  მოწმობის  დუბლიკატის  მისაღებად  უნდა 
წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
ა)  განცხადება,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  78-ე  მუხლში 
მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; 
ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი 
საბუთი. 
3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”. 
4.  ნებართის  გამცემს  დუბლიკატის  გაცემის  შესახებ  ინფორმაცია  შეაქვს  უწყებრივ 
სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. 
Comments