მუხლი 95. სანებართვო მოწმობის გაცემა

1.   სანებართვო   მოწმობა   გაიცემა   შემოსავლების   სამსახურის   ინდივიდუალურ-
სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 
2.  სანებართვო  მოწმობის  გაცემა  მფლობელზე  წარმოებს  პიროვნების  პირადობის 
დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე. 
3.  სანებართვო  მოწმობის  გაცემა  მესამე  პირზე  ხდება  ნებართვის  მაძიებლის  მიერ 
გაცემული  მინდობილობისა  და  პიროვნების  პირადობის  დამადასტურებელი  მოწმობის 
წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა რჩება ადგილზე). 
4.  გაცემული  ფორმების  ქსეროასლი  დამოწმებული  პასუხისმგებელი  პირის  მიერ 
ინახება ნებართვის მაძიებლის პირად საქმეში. 
5.   ინფორმაცია   გაცემული   ნებართვის   შესახებ   შეიტანება   უწყებრივ   სანებართვო 
რეესტრში. 
Comments