მუხლი 93. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა

1.  სამორინეს,  ტოტალიზატორის,  სათამაშო  აპარატების  სალონის,  ლოტოს,  ბინგოს, 
წამახალისებელი   გათამაშების   მოწყობის   ნებართვა  შემოსავლების   სამსახურის   მიერ 
გაიცემა  პოლიგრაფიული  შესრულების  ფორმით  ან  ელექტრონულად,  შემოსავლების 
სამსახურის ვებ-გვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.  
2. აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვები გაიცემა - №VI-
01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06 დანართების ფორმით. 








Comments