მუხლი 9. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1.  საგადასახადო  ორგანო  ვალდებულია  არ  გაახმაუროს  გადასახადის  გადამხდელის 
შესახებ   მიღებული   ნებისმიერი   სახის   ინფორმაცია   და   ამ   ინფორმაციის   შემცველი 
დოკუმენტები, მათ შორის: 
ა)  გადასახადის  გადამხდელის  მიერ  წარდგენილი  საგადასახადო  დეკლარაციები, 
გაანგარიშებები, ცნობები;  
ბ)  გადასახადის  გადამხდელის  წერილები  და  მასზე  გაცემული  პასუხები,  რომელიც 
შეიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციას; გადასახადის გადამხდელის 
საჩივრები და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები; 
გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ბრძანებები, საგადასახადო 
შემოწმების ჩატარების თაობაზე გაგზავნილი შეტყობინებები, საგადასახადო შემოწმების 
აქტები,   საგადასახადო   სამართალდარღვევის   ოქმები,   გადასახადის   ან/და   სანქციის
თანხის   დარიცხვის   ბრძანებები,   დარიცხულ   თანხებზე   გაგზავნილი   საგადასახადო 
მოთხოვნები; 
დ) გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული დაბეგვრის საქმეები, გადასახადის 
გადამხდელის  პირადი  აღრიცხვის  ბარათები,  გადასახადის  გადამხდელის  ბიუჯეტთან 
ანგარიშსწორების     ამსახველი     ინფორმაცია,     საგადახდო     დავალებები,     საინკასო 
დავალებები; 
ე)    მონაცემები    გადასახადის    გადამხდელის    მიერ    გამოყენებული    სასაქონლო 
ზედნადების, სერტიფიკატის, სანებართვო მოწმობის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის 
და მკაცრი აღრიცხვის სხვა დოკუმენტების შესახებ; 
ვ) სხვა ანალოგიური ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს გადასახადის 
გადამხდელის       შემოსავლების,       დაბეგვრის       ობიექტის,       საწარმოს       მიზნების, 
ხელშეკრულებების, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შესახებ;  
ზ) გადასახადის გადამხდელის შესახებ ბანკებიდან და სხვა პირებიდან/წყაროებიდან 
მიღებული ინფორმაცია. 
2.   ამ   მუხლის   პირველ   პუნქტში   აღნიშნული   ინფორმაციისა   და   დოკუმენტების 
გაუხმაურებლობის ვალდებულება მოქმედებს უვადოდ. 
3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება: 
ა)  ინფორმაცია  გადასახადის  გადამხდელის  სტატუსის,  სახელწოდების,  მისამართისა 
და საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ;  
ბ)  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული პირების  რეესტრში 
რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია. 
Comments