მუხლი 88. საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

1.  დეკლარაციის  „  I  ნაწილში“  აისახება  ინფორმაცია  გადასახადის  გადამხდელის 
რეკვიზიტის,    დეკლარაციის    ტიპის    (პირველადი/შესწორებული)    და    საანგარიშო 
პერიოდის შესახებ.  
2.   დეკლარაციის   ყველა   გვერდზე   მიეთითება   გადამხდელის   საიდენტიფიკაციო 
ნომერი. თანდართული დამადასტურებელი (საგადასახადო შეღავათის, მიწის ხარისხის) 
დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა 
და  სისრულე  ხელმოწერით  დასტურდება  გადამხდელის  მიერ  თარიღის  (რიცხვი,  თვე, 
წელი) მითითებით. 
3.  დეკლარაციის  „  II  ნაწილი“  ივსება  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  და  აისახება 
ინფორმაცია  საგადასახადო  ორგანოში  დეკლარაციის  წარდგენისა  და  რეგისტრაციის 
შესახებ. 
4. დეკლარაციის „ III ნაწილში“ განისაზღვრება: 
ა) დასაბეგრი ობიექტის (გარდა მიწისა) მდებარეობის მიხედვით ქონების გადასახადი, 
ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით;  
ბ)   მე-2   სვეტში:   „ტერიტორიული   ერთეული”   –   მიეთითება   იმ   ადგილობრივი 
თვითმმართველობის  სუბიექტის  დასახელება, რომლის  ტერიტორიაზე  განთავსებულია 
(ირიცხება) დასაბეგრი ობიექტი; 
გ)  მე-3  სვეტში:  „ქონების  ღირებულება”  –  მიეთითება  დასაბეგრი  ქონების  საშუალო 
წლიური   საბალანსო   ნარჩენი   ღირებულება   (გამოიანგარიშება   კალენდარული   წლის 
დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), ამასთან: 
გ.ა)  დასაბეგრი  ქონება  საგადასახადო  კოდექსით  (მუხლი  202.)  გათვალისწინებულ 
შემთხვევებში ექვემდებარება გაზრდას; 
გ.ბ) ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების 
გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის 
ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, 
რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში; 
დ)  მე-4  სვეტში:  „  ქონების  ღირებულება  შეღავათის  გათვალისწინებით”  –  აისახება 
საქართველოს      საგადასახადო      კოდექსით      (მუხლი      206.)      გათვალისწინებული 
საგადასახადო შეღავათებით შემცირებული ქონების ღირებულება; 
ე)  მე-5  სვეტში:  „  საგადასახადო  შეღავათის  საფუძველი”  –  მიეთითება  საქართველოს 
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. 
ვ)  მე-6  სვეტში:  „გადასახადის  განაკვეთი  %”  –  მიეთითება  დასაბეგრი  ობიექტის 
მდებარეობის  (აღრიცხვის)  მიხედვით  შესაბამისი  ადგილობრივი  თვითმმართველობის 
სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის პროცენტული განაკვეთი. 
ზ) მე-7 სვეტში: „ქონების გადასახადი”– გამოიანგარიშება ცალკეული ტერიტორიული 
ერთეულის  მიხედვით  შემოღებული  გადასახადის  განაკვეთის  და  ამ  ტერიტორიაზე 
არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად. 
თ)    მე-8    სვეტში:    „საანგარიშო   პერიოდის    მიხედვით    დარიცხული    მიმდინარე 
გადასახდელი”    –    აისახება    ცალკეული    ტერიტორიული    ერთეულის    მიხედვით 
საანგარიშო წელს დარიცხული მიმდინარე გადასახდელის ოდენობა.  
ი)  მე-9  სვეტში:  აისახება  ამ  დეკლარაციით  განსაზღვრული  გადასახადის  თანხასა  და 
მიმდინარე გადასახდელების ჯამურ თანხას შორის სხვაობა, მათ შორის: 
ი.ა) დადებითი სხვაობა ექვემდებარება დამატებით დარიცხვას; 
ი.ბ) უარყოფითი სხვაობა ექვემდებარება შემცირებას; 
კ)  დეკლარაციის  „III  ნაწილში“  მონაცემები  დასაბეგრი  ქონების  შესახებ  შეიტანება 
გასული საგადასახადო წლის მიხედვით; 
ლ)    მონაცემების    უტყუარობა    და    სისრულე    ხელის    მოწერით    დასტურდება 
გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. 
5. დეკლარაციის „IV ნაწილით“ განისაზღვრება: 
ა)  მიწაზე  ქონების  გადასახადის  წლიური  ოდენობა  და  შესაბამისად,  ადგილობრივი 
თვითმმართველობის ობიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება; 
ბ)    მე-2    სვეტში:    „ტერიტორიული    ერთეულის    დასახელება,    მიწის    ნაკვეთის 
მდებარეობა    (მისამართი)”    –    მიეთითება    იმ    ადგილობრივი    თვითმართველობის 
სუბიექტის    დასახელება,    რომლის    ტერიტორიაზე    განთავსებულია    კონკრეტული 
დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
გ) მე-3 სვეტში: „ სახეობა და აღწერილობა (კატეგორია, ხარისხი)” – მიეთითება მიწის 
ნაკვეთის  დანიშნულება  (სასოფლო-სამეურნეო;  არასასოფლო-სამეურნეო),  კატეგორია 
(სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, ბუნებრივი სათიბები, საძოვრები) და 
ხარისხი (კარგი, მწირი, გაკულტურებული); 
დ) მე-4 სვეტში: „ ფართობი (ჰა; კვ.მ)” - კონკრეტული დასაბეგრი ობიექტის მიხედვით 
მიეთითება:  
დ.ა)     სასოფლო-სამეურნეო     დანიშნულების     მიწის     შემთხვევაში     –     ფართობი 
(ჰექტრებში); 
დ.ბ)   არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   მიწის   შემთხვევაში   –   ფართობი 
(კვადრატულ მეტრებში). 
ე)    მე-5    სვეტში:    „დაბეგვრის    ობიექტის    ფართობი    საგადასახადო    შეღავათის 
გათვალისწინებით”      –      მიეთითება      საქართველოს      საგადასახადო      კოდექსით 
გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი. 
ვ)  მე-6  სვეტში:  „  საგადასახადო  შეღავათის  საფუძველი”  –  მიეთითება  საქართველოს 
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი. 
ზ)  მე-7  სვეტში:  „გადასახადის  განაკვეთი”  –  დასაბეგრი  ობიექტის  მდებარეობის 
გათვალისწინებით      აისახება      ადგილობრივი      თვითმმართველობის      შესაბამისი 
სუბიექტების ტერიტორიაზე შემოღებული გადასახადის განაკვეთი.  
თ)  მე-8  სვეტში:  „ქონების  გადასახადი  (ლარი)”–  აისახება  კონკრეტული  დასაბეგრი 
ობიექტის  მიხედვით  ქონების  გადასახადის  ოდენობა.  რაც  ჯამში  საგადასახადო  წელს 
დარიცხულ ქონების გადასახადს განსაზღვრავს; 
ი)   უჯრაში:   „წარმოდგენილია   მიწის   ხარისხის,   შეღავათის   დამადასტურებელი 
დოკუმენტი”       –       მიეთითება       საგადასახადო       შეღავათის,       მიწის       ხარისხის 
დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
კ)  დეკლარაციის  „  IV  ნაწილში“  მონაცემები  დასაბეგრი  მიწის  შესახებ  აისახება 
მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით;  
ლ)    მონაცემების    უტყუარობა    და    სისრულე    ხელის    მოწერით    დასტურდება 
გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. 
6. დეკლარაციის „V ნაწილი” ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. 

Comments