მუხლი 86. საქართველოს საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისათვის მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

1.  აქციზის  გადამხდელის  აქციზისაგან  გათავისუფლების  საფუძველია  „საწყობის, 
თავისუფალი   საწყობის,   თავისუფალი   ვაჭრობის   პუნქტის   საქმიანობის   ნებართვის 
გაცემის    წესების    შესახებ    ინსტრუქციის    დამტკიცების    თაობაზე”    საქართველოს 
მთავრობის    დადგენილებით    განსაზღვრული    „პუნქტის    საწყობში    საქართველოს 
საქონლის შეტანის ცნობა”.  
2. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ 
თავისუფალი   ვაჭრობის   პუნქტში   ნაყიდი   საქონლის   უკან   შემოტანის   შემთხვევაში, 
აღნიშნული საქონელი იბეგრება აქციზით. 
3.  თავისუფალი  ვაჭრობის  პუნქტში  მოთავსებული  აქციზური  საქონლის  იმ  პირებზე 
გაყიდვისას, რომელთაც არ გააჩნიათ მათი შეძენის უფლება, აგრეთვე მათი დანაკლისის 
შემთხვევაში,  თავისუფალი  ვაჭრობის  პუნქტის  მფლობელი  ვალდებულია  გადაიხადოს 
აქციზი,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  საქონელი  დაუძლეველი  ძალის  შედეგად 
აღმოჩნდა  მთლიანად  ან  ნაწილობრივ  განადგურებული,  დაკარგული  ან  გაფუჭებული 
და შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენება. 
4.   თავისუფალი   ვაჭრობის   პუნქტში   მოთავსებული   საქონლის   სასაქონლო   სახის 
დაკარგვისას,  გარდა  დაუძლეველი  ძალის  შემთხვევისა,  როდესაც  შეუძლებელია  ამ 
საქონლის  იდენტიფიცირება  სეს  ესნ-ის  შესაბამისი  კოდების  მიხედვით,  თავისუფალი 
ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს აქციზი. 
Comments