მუხლი 85. მისართების, გამხსნელების და ანტიდეტონატორების იმპორტის აქციზისაგან გათავისუფლება

1.  მისართების,  გამხსნელების  და  ანტიდეტონატორების  იმპორტისას  გადახდილი 
აქციზის დაბრუნებისათვის საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს: 
ა)  გადამხდელის  განცხადება  გადახდილი  აქციზის  თანხის  დაბრუნების  შესახებ 
(დანართი №IV-10); 
ბ)  შევსებული  სასაქონლო  დეკლარაცია,  რომლის  მიხედვითაც  მოხდა  გადახდილი 
გადასახადის გამოთვლა; 
გ) საგადასახადო დავალება, რომლის მიხედვითაც გადახდილ იქნა აქციზი, გადახდის 
თაობაზე ბანკის მიერ გაკეთებული აღნიშვნით. 
2.  აქციზის  დასაბრუნებლად  გადასახადის  გადამხდელი  ვალდებულია  სასაქონლო 
დეკლარაციაში   აღნიშნული   საქონლის   გამოყენების   (საკუთრების    უფლების   სხვა 
პირისათვის   გადაცემა,   საკუთარი   მიზნებისათვის   მოხმარება   და   სხვა   საქონლის 
საწარმოებლად    გამოყენება)    შესახებ    ინფორმაცია    ასახოს    დღგ-ის    და    აქციზის 
(ვალდებულების  არსებობის  შემთხვევაში)  შესაბამის  დეკლარაციაში  და  დეკლარაციის 
წარდგენის   შემდეგ   საანგარიშო   თვის/კვარტალის   მომდევნო   თვის   20   რიცხვამდე 
განაცხადით მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით. 
3.  გადასახადის  გადამხდელი  ვალდებულია  განაცხადში  მიუთითოს:  გადასახადის 
გადამხდელის   დასახელება,   იურიდიული   მისამართი,   გადასახადის   გადამხდელის 
საინდენტიფიკაციო  ნომერი,  სასაქონლო  დეკლარაციის  შედგენის  თარიღი,  სერია  და 
ნომერი,    ამ    დეკლარაციების    მიხედვით    გასული    თვის/კვარტალის    ბოლოსათვის 
არსებული   საქონლის   ნაშთები   სეს   ესნ-ის   კოდების   მიხედვით,   ასევე,   წარადგინოს 
სასაქონლო დეკლარაციის ასლები, რომელიც ადასტურებს საქონლის იმპორტს. 
4.    განაცხადში     ასახული    სასაქონლო    დეკლარაციების    მიხედვით    საქონლის 
რაოდენობის    გამოყენების    თაობაზე    მონაცემები    სრულად    აისახება    გადასახადის 
გადამხდელის     მიერ     №III-10     დანართის     ფორმით     დეკლარაციასთან     ერთად 
წარმოდგენილ საქონლის ნაშთების რეესტრში.  
5.  საგადასახადო  ორგანოს  მიერ  მე-4  პუნქტში  აღნიშნულის  გადამოწმების  შემდეგ, 
სასაქონლო  დეკლარაციაში  ასახული  საქონლის  რაოდენობის  გამოყენების  პერიოდის 
მიხედვით,   ხდება   საგადასახადო   ორგანოში   წარდგენილ   აქციზის   დეკლარაციაში 
ასახული   (ჩასათვლელი)   საქონლის   რაოდენობის   დადგენა.   იმ   შემთხვევაში,   თუ 
საქონლის    ნაწილის    გამოყენება    გათვალისწინებული    იყო    აქციზური    საქონლის 
წარმოებისათვის, რომელიც არ არის ასახული (ჩათვლილი) აქციზის დეკლარაციაში და 
არ  გამოყენებულა  აქციზური  საქონლის  წარმოებისათვის,  კონკრეტული  სასაქონლო 
დეკლარაციის მიხედვით ხდება აქციზის დაბრუნება. 
6. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გამოყენების პერიოდში საბოლოო მომხმარებელზე 
მიწოდების და საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების გამო №III-10 დანართის ფორმით 
წარმოდგენილი საქონლის ნაშთების მიხედვით ვერ დგინდება, თუ რომელი სასაქონლო 
დეკლარაციით    იმპორტირებული    საქონლის    გამოყენება    მოხდა,    მაშინ    აქციზის 
დაბრუნება  ხორციელდება  გადასახადის  გადამხდელის  მიერ  წარდგენილ  განაცხადში 
ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით. 
7. აქციზი არ ექვემდებარება დაბრუნებას შემდეგი ხარვეზების აღმოფხვრამდე: 
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განაცხადში 
ასახული  მონაცემები  არ  შეესაბამება  მის  მიერ  საგადასახადო  ორგანოებში  მოცემულ 
პერიოდში სპეციალურ დანართებში ასახულ მონაცემებს; 
ბ)    მოცემულ    პერიოდში    აქციზის    დეკლარაციის    წარდგენის    ვალდებულების 
არსებობისას აქციზის დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში. 

Comments