მუხლი 84. საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

1.  საერთაშორისო  საზღვაო  რეისების  განსახორციელებლად  განკუთვნილი  საწვავის, 
საპოხი  და  სხვა  დამხმარე  საშუალებების  საქართველოს  ტერიტორიაზე  იმპორტისას 
გადაიხდევინება  აქციზი  ან  საგადასახადო  ორგანოს  წარედგინება  არა  ნაკლებ  აქციზის 
თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ 
ცოტა 2 თვეს სასაქონლო პარტიის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დღიდან. 
2. სათავსიდან ბუნკირების გემზე, უშუალოდ გემზე ან/და ბუნკირების გემიდან გემზე 
საწვავისა  და  საპოხი  მასალების  მიწოდებისას  ყოველ  ეტაპზე  ივსება  „საწვავისა  და 
საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების აქტი” №IV-08 დანართის შესაბამისად. 
3. იმპორტიორს უბრუნდება გადახდილი აქციზი ან უუქმდება გადასახდელი აქციზის 
საბანკო  გარანტია  საერთაშორისო  საზღვაო  რეისების  განსახორციელებლად  ბორტზე 
ფაქტობრივად   მიწოდებული   პროდუქტის   მოცულობის   მიხედვით,   ან   უბრუნდება 
გადახდილი აქციზი, რაც დასტურდება: 
ა) სათავსიდან ბუნკირების გემზე და ბუნკირების გემიდან გემზე საწვავისა და საპოხი 
მასალების  მიწოდებისას  ერთდროულად  ორივე  მიწოდებაზე  შევსებული  „საწვავისა  და 
საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების აქტით”; 
ბ)  სათავსიდან  გემზე  საწვავისა  და  საპოხი  მასალების  მიწოდებისას  „საწვავისა  და 
საპოხი მასალების მიღება-ჩაბარების აქტით“. 
4. საანგარიშო თვის/კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადასახადო ორგანოს 
წარედგინება    ამ    პუნქტით    გათვალისწინებული    დოკუმენტები.    თუ    აღნიშნული 
დოკუმენტების    სრული    პაკეტი    არ    იქნა    წარდგენილი,    ბრუნვის    ამ    ნაწილზე 
გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.  
5. საერთაშორისო საავიაციო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი 
საავიაციო    საწვავის,    საპოხი    და    სხვა    დამხმარე    საშუალებების    საქართველოს 
ტერიტორიაზე    იმპორტისას    გადაიხდევინება    აქციზი    ან    საგადასახადო    ორგანოს 
წარედგინება არა ნაკლებ აქციზის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია. 
6. იმპორტიორს უბრუნდება გადახდილი აქციზი ან უუქმდება გადასახდელი აქციზის 
საბანკო  გარანტია  საერთაშორისო  საავიაციო  რეისების  განსახორციელებლად  ბორტზე 
ფაქტობრივად     მიწოდებული     ამ     საქონლის     მოცულობის     მიხედვით     „ბორტზე 
მიწოდებული  საწვავის  და  საპოხი  საშუალებების  შესახებ  ანგარიშგების”  შესაბამისად 
(დანართი №IV-09).  
7.   „საერთაშორისო   საავიაციო   რეისების   ბორტზე   ფაქტობრივად   მიწოდებული 
საწვავის  და  საპოხი  საშუალებების  ანგარიშგება“  ბორტზე  მიმწოდებელი  პირის  მიერ 
ივსება  2  ეგზემპლარად  და  შესაბამისი  გარანტიის  გაუქმების  ან  გადახდილი  აქციზის 
თანხის  დაბრუნების  მიზნით  წარედგინება  საგადასახადო  ორგანოს  მისი  მოთხოვნის 
შემთხვევაში. 


Comments