მუხლი 83. აქციზური საქონლის ჩამორთმევა

1.   აქციზური   მარკის   გარეშე   ან   დადგენილი   წესის   დარღვევით   მარკირებული 
აქციზური     მარკებით     ნიშანდებას     დაქვემდებარებული     საქონლის     ჩამორთმევას 
(ამოღებას),    გარდა    კანონმდებლობით    გათვალისწინებული    სხვა    შემთხვევებისა, 
ახორციელებენ  შემოსავლების  სამსახურის  რეგიონული  ცენტრები  თავისი  სამოქმედო 
ტერიტორიის ფარგლებში. 
2. ჩამორთმეული არამარკირებული ან დადგენილი წესის დარღვევით მარკირებული 
აქციზური       საქონელი       ექვემდებარება       ფინანსთა       სამინისტროს       შესაბამისი 
სტრუქტურული ქვედანაყოფის განკარგულებაში გადაცემას  
3.    ჩამორთმევა    (ამოღება)    ხორციელდება    საგადასახადო    ორგანოს    ბრძანების 
საფუძველზე  უფლებამოსილი  პირების  (არანაკლებ  ორი  პირის)  მიერ,  რაზედაც  დგება 
ჩამორთმევის ოქმი. 
4.   უფლებამოსილ   პირებს   წარმოადგენენ   რეგიონული  ცენტრის   თანამშრომლები, 
რომლებსაც ბრძანებით ნიშნავს ცენტრის უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა 
აღსასრულებლად. 
5. საქონლის ჩამორთმევისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი მოვალეა 
იმ    პირს,    რომლისგანაც    ხდება    საქონლის    ჩამორთმევა,    წარუდგინოს    თავისი 
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (რეგიონული ცენტრის უფროსის 
ბრძანება და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა). 
6.  საგადასახადო  ორგანოს  უფლებამოსილ  პირს  შეუძლია  მოითხოვოს  ფინანსთა 
სამინისტროს   საგამოძიებო   სამსახურის   შესაბამისი   სტრუქტურული   ქვედანაყოფის 
დასწრება და საქონლის ჩამორთმევის პროცესში მართლწესრიგის უზრუნველყოფა. 
7.  არამარკირებული  საქონლის  ჩამორთმევა  წარმოებს  საქონლის  მფლობელსა  და 
დამსწრეთა    მონაწილეობით.    საქონლის    მფლობელისა    და    დამსწრეთა    არყოფნის 
შემთხვევაშიც  საქონელი  ექვემდებარება  ამოღებას,  რაზედაც  ოქმში  კეთდება  შესაბამისი 
ჩანაწერი. 
8. ჩამორთმეული არამარკირებული საქონელი აღიწერება ოქმში, რომელშიც აისახება 
შემდეგი: 
ა) ოქმის შედგენის დრო და ადგილი; 
ბ) ოქმის შემდგენი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები; 
გ)     საქონლის     დასახელება,     მოცულობისა     და     რაოდენობის     ჩვენებით     და 
განსაკუთრებული ნიშნების მითითებით; 
დ)  მოპოვებული  ინფორმაცია,  თუ  ვისგან,  როდის  და  რა  სახის  საბუღალტრო  და 
საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზეა შეძენილი საქონელი; 
ე) ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება (მათი არსებობის შემთხვევაში). 
ვ) ოქმი წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს ხელმოსაწერად. 
9.   ჩამორთმევის   ოქმი   დგება   ორ   ეგზემპლარად,   რომლის   ერთი   პირი   ბარდება 
საქონლის მფლობელს. 
10.      საქონლის      ჩამორთმევის      (ამოღების)      დროს      საგადასახადო      ორგანოს 
უფლებამოსილი პირი ამოიღებს მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც არამარკირებულია ან 
მარკირებულია დადგენილი წესის მოთხოვნათა დარღვევით. 
11.   კანონმებლობით   დადგენილი   წესის   დარღვევით   მარკირებული   საქონლის 
ჩამორთმევის   შემთხვევაში   ხდება   საგადასახადო   ორგანოდან   აქციზური   მარკების 
გამტანი პირის იდენტიფიცირება შემდგომი რეაგირებისათვის.  
12.   ჩამორთმეულ   საქონელს   რეგიონული   ცენტრის   წარმომადგენლები   დროებით 
შესანახად   აბარებენ  რეგიონული  ცენტრის  უფროსის/მოადგილის  მიერ   გამოყოფილ 
პასუხისმგებელ  პირს,  რომელიც  აღნიშნულ  საქონელს  აბარებს  ფინანსთა  სამინისტროს 
მიერ  შერჩეულ  საწყობებში  ჩამორთმევის  განხორციელებიდან  5  დღის  განმავლობაში. 
საქონლის გადაცემის ორივე ეტაპზე დგება მიღება ჩაბარების აქტები, რომლებიც შეიცავს 
შემდეგ რეკვიზიტებს: 
ა) აქტის შედგენის ადგილი და თარიღი; 
ბ) ოქმის შემდგენი პირების თანამდებობა, სახელი და გვარი; 
გ)       ჩამორთმევის       პროცედურაში       მონაწილეთა       (როგორც       პროცედურის 
განმახორციელებელ  პირთა,  ისე  მათი,  ვის  მიმართაც  იგი  განხორციელდა)  სრული 
რეკვიზიტები; 
დ) ჩამორთმევის პროცედურის დრო; 
ე) ჩამორთმეული საქონლის დასახელება და რაოდენობა. 
13.  საგადასახადო  ორგანო  ჩამორთმევის  ყველა  შემთხვევის  შესახებ  ინფორმაციას 
დადგენილი   წესით   აწვდის   საქართველოს   ფინანსთა   სამინისტროს   შიდა   აუდიტის 
დეპარტამენტს    და    აგრეთვე    საქართველოს    ფინანსთა    სამინისტროს    საგამოძიებო 
დეპარტამენტს.  
Comments