მუხლი 82. აქციზური მარკების აღრიცხვა და კონტროლი

1.   მეწარმე   სუბიექტი,   რომელიც   ახორციელებს   აქციზური   მარკებით   ნიშანდებას 
დაქვემდებარებული   აქციზური   საქონლის   იმპორტს,   ვალდებულია   საგადასახადო 
აღრიცხვის  ადგილის  მიხედვით  არა  უგვიანეს  საანგარიშო  თვის/კვარტალის  მომდევნო 
თვის  15  რიცხვისა  საგადასახადო ორგანოში  წარადგინოს  ანგარიში  აქციზური  მარკების 
გამოყენების შესახებ №IV-07 დანართის შესაბამისად. 

Comments