მუხლი 81. აქციზური მარკების დაბრუნება

1.  იმპორტირებულისა  და  ადგილობრივი  ნაწარმისათვის  განკუთვნილი  აქციზური 
მარკების უკან დაბრუნებისას მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს: 
ა)  წერილობითი  განცხადება  მარკების  დაბრუნების  მიზეზებისა  და  გამოუყენებელი 
აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით; 
ბ)  შემოსავლების  სამსახურის  წარმომადგენლისა  და  აქციზური  მარკების  მიმღები 
მეწარმე  სუბიექტის  მიერ  შედგენილი  აქციზური  მარკების  მიღება-ჩაბარების  შესახებ 
აქტის ორიგინალი. 
4.    უკან    დაბრუნებული    აქციზური    მარკების    მდგომარეობის    გამომხატველი 
გარეგნული  ნიშნები  სრულად  უნდა  შეესაბამებოდეს  მარკების  გაცემისას  არსებულ 
ნიშნებს. 
5.   შემოსავლების   სამსახურის   მიერ,   ამ   მუხლის   პირველი   და   მე-2   პუნქტებით 
გათვალისწინებული   მოთხოვნების   შესრულების   შემთხვევაში,   დაბრუნების   აქტის 
(დანართი: №IV-06) საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება. 
6.    გამოუყენებელი    აქციზური    მარკების    დაბრუნების    შემდეგ    მათ    მისაღებად 
გადახდილი აქციზის თანხები ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან სხვა გადასახადებში 
გადატანას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
7.  დაზიანებული  აქციზური  მარკები  უკან  არ  ბრუნდება,  გარდა  ამ  მუხლის  მე-9 
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
8.   მეწარმე   სუბიექტს   უფლება   აქვს   დაბრუნებული,   გამოუყენებელი   აქციზური 
მარკების  სანაცვლოდ,  მათზე  გადახდილი  აქციზის  თანხების  ფარგლებში,  შესაბამისი 
ნომინალური ღირებულების გადახდის შემდეგ მოითხოვოს სხვა სპეციფიკაციის, მაგრამ 
იგივე     წარმოშობის     (ადგილობრივის     შემთხვევაში     ადგილობრივის,     იმპორტის 
შემთხვევაში იმპორტის) საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები. 
9.  იმ  შემთხვევაში,  როცა  აქციზური  მარკით  ნიშანდებულ  სიგარასა  და  სიგარილაზე 
გადახდილია   აქციზი   და   შემდგომი   რეალიზაციის   მიზნით   აღნიშნული   საქონელი 
საჭიროებს   განსხვავებულ   დაფასოებას   (გადაფასოებას),   შემოსავლების   სამსახურის 
უფროსი     უფლებამოსილია     ინდივიდუალური     ადმინისტრაციულ-სამართლებრივი 
აქტის     საფუძველზე,     შესაბამისი     ნომინალური     ღირებულების     გადახდისა     და 
ნიშანდებული  საქონლიდან  ძველი  (დაზიანებული)  აქციზური  მარკების  შემოსავლების 
სამსახურის  შესაბამის  დეპარტამენტში  დაბრუნების  შემდეგ,  გასცეს  აქციზური  მარკები 
საქონლის ხელახლა დაფასოებისათვის. 

Comments