მუხლი 80. აქციზური მარკების რეალიზაცია

1.   აქციზური   მარკების   რეალიზაციას   ახორციელებს   შემოსავლების   სამსახური 
ცენტრალიზებული წესით. 
2. აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება: 
ა)  მეწარმე  სუბიექტზე  –    აქციზური  მარკების  შეძენის  შესახებ  მათი  განაცხადის 
საფუძველზე;  
ბ)  ფიზიკურ  პირზე  –    საფოსტო  გზავნილით  შემოტანილი  აქციზური  მარკებით 
ნიშანდებას  დაქვემდებარებული  საქონლის  კონტროლის  ზონაში  მარკირებისათვის  - 
პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. 
3. მეწარმე სუბიექტის განაცხადი აქციზური მარკების მოთხოვნის შესახებ ამ მუხლით 
განსაზღვრულ  დოკუმენტებთან  ერთად  წარედგინება  შემოსავლების  სამსახურს  №IV-03 
დანართის  შესაბამისად.  მოთხოვნის  შემთხვევაში,  ხორციელდება  მიღების  თაობაზე 
განაცხადის ასლის ან/და ასლების დამოწმება. აქციზური მარკების გაცემა საქართველოს 
ფინანსთა    სამინისტროს    მომსახურე    ბანკის    მიერ    ხორციელდება    შემოსავლების 
სამსახურის მიმართვის საფუძველზე. 
4.   აქციზური   მარკებით   ნიშანდებას   დაქვემდებარებული   საქონლის   ფიზიკური 
პირისათვის    საფოსტო    გზავნილით    შემოტანის    შემთხვევაში,    ფიზიკური    პირის 
მოთხოვნის  შესაბამისად,  საგადასახადო  ორგანო  შესაბამისი  აქციზისა  და  ნომინალური 
ღირებულების   გადახდის   დამადასტურებელი   დოკუმენტების   წარდგენის   შემდეგ, 
ახდენს  საქონლის  კონტროლის  ზონაში  მარკირებასა  და ფიზიკურ  პირზე  გადაცემას,  ან 
ახდენს  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  მიერ  განსაზღვრული  წესით  აღნიშნული 
საქონლის რეალიზაციას ან განადგურებას. 
5.  განაცხადს  აქციზური  მარკის  შეძენაზე  უნდა  ერთოდეს  აქციზის  და  აქციზური 
მარკების  ნომინალური  ღირებულების  გადახდის  დამადასტურებელი  საგადასახადო 
დავალებების ასლები.  
6.   ნომინალური   ღირებულების   გადახდა   ხორციელდება   II   თავის   განაკვეთების 
შესაბამისად. 
7.  მეწარმე  სუბიექტი/წარმომადგენელი  და  შემოსავლების  სამსახურის  აქციზური 
მარკების  გაცემაზე  პასუხისმგებელი  პირი  ადგენენ  აქტს  აქციზური  მარკების  მიღება-
ჩაბარების შესახებ (დანართი: №IV-04). 
8.   თამბაქოს  ნაწარმის   იმპორტის   შემთხვევაში,   მეწარმე   სუბიექტი   ვალდებულია 
განაცხადში  მიუთითოს  ყოველი  ცალკეული  თამბაქოს  ნაწარმის  მწარმოებლისათვის 
გასაგზავნი    აქციზური    მარკების    ზუსტი    რაოდენობა.    ამასთან,    განაცხადს    უნდა 
ერთვოდეს: 
ა)   თამბაქოს   ნაწარმის   ნასყიდობის   ხელშეკრულება,   გარდა   იმ   შემთხვევებისა, 
როდესაც თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი და მისი მწარმოებელი ერთი და იგივე პირია. 
ხელშეკრულებაში  მითითებული  უნდა  იყოს  თამბაქოს  ნაწარმის  მწარმოებლის  სრული 
იურიდიული მისამართი, სადაც იგზავნება აქციზური მარკები; 
ბ)     ხელშეკრულება     საფოსტო     გზავნილებისა     და     საკურიერო     მომსახურების 
ორგანიზაციასთან. 
9.    თამბაქოს    ნაწარმის    მწარმოებლისათვის    აქციზური    მარკების    გადაგზავნის 
უზრუნველსაყოფად  მეწარმე  სუბიექტი  აფორმებს  ხელშეკრულებას  გზავნილებისა  და 
საკურიერო მომსახურების ორგანიზაციასთან. 
10. შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საფოსტო 
გზავნილებისა     და     საკურიერო     მომსახურების     ორგანიზაციასთან     დადებული 
ხელშეკრულების    პირობების    ფარგლებში,    უზრუნველყოფს    აქციზური    მარკების 
თამბაქოს მწარმოებელთან შეუფერხებლად გაგზავნის ორგანიზებას შეფუთული სახით, 
მათი რაოდენობის, სერიებისა და ნომრების ჩვენებით. 
11.  თამბაქოს  მწარმოებელთან  გადაგზავნამდე  აქციზური  მარკების  შეფუთვა  ხდება 
აქციზური   მარკების   შენახვის   ადგილზე,   საფოსტო   გზავნილებისა   და   საკურიერო 
მომსახურების ორგანიზაციის მიერ, მეწარმე სუბიექტისა და შემოსავლების სამსახურის 
წარმომადგენლების      თანდასწრებით      და      გადაეცემა      საგადასახადო      ორგანოს 
უფლებამოსილ წარმომადგენელს.  
12.  საქართველოს  ფარგლებს  გარეთ  თამბაქოს  მწარმოებლისათვის  გადასაგზავნად 
აქციზური  მარკების  გადაცემა  საფოსტო  გზავნილებისა  და  საკურიერო  მომსახურების 
ორგანიზაციისათვის   ხორციელდება   მიღება-ჩაბარების   აქტის   საფუძველზე   №IV-05 
დანართის  შესაბამისად,  მარკების  რაოდენობის,  სერიებისა  და  ნომრების  ჩვენებით. 
მიღება-ჩაბარების    აქტი    დამოწმებული    უნდა    იყოს    შემოსავლების    სამსახურის, 
რეგიონული    ცენტრის,    საფოსტო    გზავნილებისა    და    საკურიერო    მომსახურების 
ორგანიზაციისა  და  მეწარმე  სუბიექტის  წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილი  პირების 
ხელმოწერებითა და შესაბამისი ბეჭდებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
13.    საქართველოს    საზღვრებს    გარეთ    წარმოებული    თამბაქოს    ნაწარმისათვის 
განკუთვნილი  აქციზური  მარკების  მიღება–ჩაბარების  აქტი  ივსება  4  ეგზემპლარად, 
რომლებიც გადაეცემა მომსახურე ბანკს, შემოსავლების სამსახურს, შესაბამის რეგიონულ 
ცენტრს და მეწარმე სუბიექტს. 



Comments