მუხლი 8. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი

1.    საქველმოქმედო    ორგანიზაციის    სტატუსის    მისაღებად    ორგანიზაცია    №I-04 
დანართის შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. 
2.  საქველმოქმედო  ორგანიზაციის  სტატუსის  მინიჭების  შემთხვევაში,  შემოსავლების 
სამსახურის       მიერ       ორგანიზაციის       მონაცემები       შეიტანება       საქველმოქმედო 
ორგანიზაციების    ერთიან    რეესტრში    და    გაიცემა    საქველმოქმედო    ორგანიზაციის 
სტატუსის დამადასტურებელი №I-05 დანართის შესაბამისი მოწმობა. 
3.  საქველმოქმედო  ორგანიზაციის  სტატუსის  მინიჭებაზე  უარის  თქმის  შემთხვევაში 
ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული წერილობითი პასუხი. 


Comments