მუხლი 79. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება

1.  საქართველოს  ტერიტორიაზე  აქციზური  მარკით  ნიშანდებას  დაქვემდებარებული 
ნაწარმის  მწარმოებელი  და  იმპორტიორი  (დეკლარანტი)  აქციზური  მარკის  შეძენისას 
იხდის აქციზს და აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას სრული ოდენობით. 
2.   აქციზური   მარკის   ნომინალური   ღირებულების   გაანგარიშება   უნდა   მოხდეს 
ანგარიშსწორების  მომენტისათვის  საქართველოს  ეროვნული  ბანკის  მიერ  დადგენილი 
ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში. 
3. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:  
ა)  პროდუქტის  სახეობის  მიხედვით  განსაზღვრული  ალკოჰოლური  სასმელისათვის 
(იისფერი  –  აქციზური  მარკა,  რომელზეც  არსებობს  სიტყვიერი  აღნიშვნა  პროდუქტის 
სახეობის   შესახებ   (არაყი)   და   წითელი   აქციზური   მარკა,   რომელზეც   არ   არსებობს 
სიტყვიერი  აღნიშვნა  პროდუქტის  სახეობის  შესახებ)  განკუთვნილ  1  000  ცალ  აქციზურ 
მარკაზე – 6,6 ევროს ოდენობით; 
ბ)     პროდუქტის     წარმომავლობის     მიხედვით     განსაზღვრული     ალკოჰოლური 
სასმელისათვის (მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი” – ადგილობრივი წარმოშობის 
ალკოჰოლური  სასმელის  აქციზური  მარკა  და  ცისფერი  ფერი,  წარწერით  „იმპორტი”  – 
იმპორტირებული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა) განკუთვნილ 
1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 ევროს ოდენობით; 
გ)   ადგილობრივი   წარმოების   ფილტრიანი   თამბაქოს   ნაწარმისათვის   (ცისფერი   – 
ადგილობრივი  თამბაქო  (ფილტრიანი),  სიგარა,  სიგარილა)  განკუთვნილ  1  000  ცალ 
აქციზურ მარკაზე – 1.838 ევროს ოდენობით; 
დ)    ადგილობრივი    უფილტრო    თამბაქოს    ნაწარმისათვის    (მუქი    წითელი    – 
ადგილობრივი  თამბაქო  (უფილტრო))  განკუთვნილ  1  000  ცალ  აქციზურ  მარკაზე  –  8.06 
ევროს ოდენობით;  
ე)   იმპორტული   ფილტრიანი   თამბაქოს   ნაწარმისათვის   (წითელი   –   იმპორტული 
თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 
4.24 ევროს ოდენობით;  
ვ) იმპორტირებული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი- ნარინჯისფერი 
–  იმპორტული  თამბაქო  (ფილტრიანი),  სიგარა,  სიგარილა)  განკუთვნილ  1  000  ცალ 
აქციზურ მარკაზე – 1.72 ევროს ოდენობით; 
ზ)      იმპორტირებული      უფილტრო      თამბაქოს      ნაწარმისათვის      (ლურჯი      – 
იმპორტირებული  თამბაქო  (უფილტრო))  განკუთვნილ  1  000  ცალ  აქციზურ  მარკაზე  - 
2.47 ევროს ოდენობით; 
თ) იმპორტირებული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ყავისფერი- იასამნისფერი 
–  იმპორტირებული  თამბაქო  (უფილტრო)  განკუთვნილ  1  000  ცალ  აქციზურ  მარკაზე  – 
1.72 ევროს ოდენობით. 
4.    ლუდის    ნაწარმისთვის    განკუთვნილი    აქციზური    მარკების    ნომინალური 
ღირებულება (მწვანე – ადგილობრივი, ლურჯი –  იმპორტირებული) 1 000 ცალ აქციზურ 
მარკაზე განისაზღვრება - 4.03 ევროს ოდენობით. 
Comments