მუხლი 78. აქციზური მარკით ნიშანდება

1.  აქციზური  საქონლის  აქციზური  მარკებით  ნიშანდება  ხორციელდება  აქციზური 
მარკების დაკვრის მეშვეობით ამ საქონელზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 
2.  აქციზური  მარკის  დაკვრისას  გამოყენებული  უნდა  იქნეს  ისეთი  სახის  წებო, 
რომელიც  საქონლიდან  აქციზური  მარკის  დაზიანების  გარეშე  აძრობის  საშუალებას  არ 
იძლევა. 
3. აქციზურ საქონელზე აქციზური მარკის ნიშანდება განხორციელებული უნდა იქნეს 
ისეთი   სახით   და   იმდაგვარად,   რომ   აქციზური   მარკის   მოხსნამ   ან/და   საქონლის 
გამოყენებამ გამოიწვიოს აქციზური მარკის დაზიანება. 
4.  ალკოჰოლიანი  სასმელებისათვის  განკუთვნილი  აქციზური  მარკა  ტარაზე  ეკრობა 
ზევიდან  (თავსახურზე)  „  Г„  -ს  ფორმით  იმგვარად,  რომ  აქციზური  მარკის  მთლიანი 
ფორმატი მჭიდროდ ეკვროდეს გახსნის ადგილს, ერთ გვერდზე (დანართი: №IV-02. სურ. 
1, 2, 3, 4, 5), ამასთან, ისეთი სახით, რომ მოცულობის აღმნიშვნელი მაჩვენებელი მოექცეს 
ზევით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება - გვერდზე.  
6. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდება ხორციელდება პოლიეთილენის 
საფარველის შიგნიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
7. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია მუყაოს მყარ კოლოფში, აქციზური მარკა 
ეკრობა  კოლოფის  მარცხენა  მხარეს,  რომელიც  უნდა  მოიცავდეს  მარცხენა  გვერდით 
მხარეს, გახსნის ადგილს და კოლოფის უკანა მხარეს (დანართი: №IV-02, სურ. 6). 
8. თამბაქოს ნაწარმი, რომელიც შეფუთულია ქაღალდის რბილ კოლოფში, აქციზური 
მარკა  ეკრობა  ზემოდან  შეფუთვის  შუა  ნაწილში  იმგვარად,  რომ  მან  მოიცვას  კოლოფის 
სამი მხარე, მათ შორის, კოლოფის გახსნის ნაწილი (დანართი: №IV-02, სურ. 7). 
9.  თამბაქოს  ნაწარმი,  რომელიც  შეფუთულია  ბრტყელ  სიგარეტის  ან/და  პაპიროსის 
კოლოფში,  აქციზური  მარკა  ეკრობა  კოლოფის  გახსნის  ადგილას  (დანართი:  №IV-02, 
სურ. 8 ა.ბ.). 
10.  სიგარა  და  სიგარილა,  რომელიც  დაფასოებულია  კოლოფში,  აქციზური  მარკა 
ეკრობა   კოლოფის   გახსნის   ადგილას   პოლიეთილენის   საფარველის   შიგნიდან   (მისი 
არსებობის შემთხვევაში); 
11.  სიგარა  და  სიგარილა,  რომელიც  დაფასოებულია  ცალობით,  აქციზური  მარკა 
ეკრობა პოლიეთილენის საფარველის შიგნიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 
12. ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული თამბაქოს ნაწარმის, მათ 
შორის, სიგარა-სიგარელას ნიშანდება ხორციელდება არსებულ შეფუთვაზე, დადგენილი 
წესის შესაბამისად. 
13. ლუდს, რომელიც ჩამოსხმულია ბოთლებში, ქილაში და კასრში, აქციზური მარკა 
ეკრობა გვერდიდან ან თავსახურზე (დანართი: №IV-02, სურ. 9). 
14. აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული განსხვავებული დაფასოებისა 
და  შეფუთვის  საქონლის  შემთხვევაში,  ამ  საქონლის  მწარმოებელი  ან/და  იმპორტიორი 
ვალდებულია, წინასწარ აცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. 


Comments