მუხლი 76. აქციზის დეკლარაცია

1. პირები, რომელთაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ეკისრებათ 
აქციზის  გამოანგარიშებისა  და  ბიუჯეტში  გადახდის  ვალდებულება,   საგადასახადო 
აღრიცხვის    ადგილის    მიხედვით    საგადასახადო    ორგანოში    წარადგენენ    აქციზის 
დეკლარაციას წერილობით ან ელექტრონულად №IV-01 დანართის ფორმით. 
2.  შესწორებული  დეკლარაცია  წარდგენილ  უნდა  იქნეს  იმ  საგადასახადო  პერიოდში 
მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის აქციზის შესწორებაც ხდება.  

Comments