მუხლი 75. დღგ-ის დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის I ნაწილში აისახება ინფორმაცია დღგ-ის გადამხდელის რეკვიზიტის, 
დეკლარაციის ტიპის (პირველადი/დაზუსტებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.  
2.   დეკლარაციის   II   ნაწილი   ივსება   საგადასახადო   ორგანოს   მიერ   და   აისახება 
ინფორმაცია  საგადასახადო  ორგანოში  დეკლარაციის  წარდგენისა  და  რეგისტრაციის 
შესახებ. 
3.  დეკლარაციის  III  ნაწილის  და  „ა“  და  „ბ“  დანართების  უჯრებში  მონაცემები 
შეიტანება  უჯრების  დასახელებების  (შინაარსის)  შესაბამისად.  ამასთან,  „ა“  დანართის  
მე-11  უჯრის  მონაცემი  გადმოიტანება  დეკლარაციის  III  ნაწილის  პირველ  უჯრაში,  „ა“  
დანართის 1–5 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, 
„ა“  დანართის  6–10  სტრიქონების  მე-3  სვეტის  ჯამი  –  დეკლარაციის  III  ნაწილის  მე-3 
უჯრაში. 
4.    დეკლარაციის    III    ნაწილის    მე-16–მე-19    უჯრებში    შესატანი    მონაცემები 
გაანგარიშებითია.    მე-18    და    მე-19    უჯრებში    ჩაწერილი    თანხა    ექვემდებარება 
გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. 
5.  დეკლარაციის  III  ნაწილის  მე-20  და  21-ე  უჯრები  ივსება  მხოლოდ  საგადასახადო 
წლის   ბოლო   საანგარიშო   პერიოდის   დეკლარაციაში.   დღგ-ის   ჩასათვლელი   თანხის 
დაზუსტება  ხდება  მიმდინარე  საგადასახადო  წლის  განმავლობაში  საერთო  ბრუნვის 
თანხაში   ჩათვლის   უფლების   გარეშე   გათავისუფლებული   დასაბეგრი   ოპერაციების 
თანხის  ხვედრითი  წონის  მიხედვით:  დაზუსტებულ  ჩასათვლელ  თანხასა  და  წლის 
განმავლობაში  ჩათვლილ  თანხას  შორის  უარყოფითი  სხვაობა  აისახება  მე-20  უჯრაში, 
ხოლო   დადებითი   სხვაობა   –   21-ე   უჯრაში.   აღნიშნული   თანხები   ექვემდებარება 
გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. 
6.  დეკლარაციის  „ბ”  დანართის  I  და  II  ნაწილების  მე-5  სვეტი  ივსება  მხოლოდ 
დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში. 
7.  დეკლარაციის  „ბ”  დანართის  III  ნაწილში  მიეთითება  ჩათვლაში  გამოყენებულ 
განხორციელებულ   იმპორტზე   გამოწერილი   სასაქონლო   დეკლარაციის   მონაცემები: 
სასაქონლო    დეკლარაციის    გრაფაში    მითითებული    შეფასების    ნომერი    (მხოლოდ 
ციფრები),  თარიღი  და  დღგ-ის  თანხა,  ხოლო  თუ  სასაქონლო  დეკლარაციას  არ  გააჩნია 
გრაფა  –  სასაქონლო  დეკლარაციის  ნომერი  (მხოლოდ  ციფრები),  თარიღი  და  დღგ-ის 
თანხა.  
8.   დეკლარაციის   იმ   უჯრებში,   სადაც   მითითებულია   ლოგიკური   ფორმულები, 
შეიტანება    აღნიშნული    ფორმულების    მიხედვით    განსაზღვრული   მონაცემები.    იმ 
შემთხვევაში,    თუ    ობიექტური    მიზეზის    გამო    აღნიშნულ    უჯრებში    შეიტანება 
განსხვავებული    მონაცემი,    დღგ-ის    გადამხდელი    ვალდებულია    ამის    თაობაზე 
დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა. 
9.   დეკლარაციის   ყველა   გვერდზე   მიეთითება   გადამხდელის   საიდენტიფიკაციო 
ნომერი.   ამასთან,   დეკლარაციაში   ასახული   მონაცემების   უტყუარობა   და   სისრულე 
ხელმოწერით     დასტურდება     დღგ-ის     გადამხდელის     ან     მისი     უფლებამოსილი 
წარმომადგენლის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.  

Comments