მუხლი 73. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება

1.  ჩათვლილი  დღგ-ის  თანხა  ექვემდებარება  გადაანგარიშებას  ან/და  გაუქმებას  იმ 
შემთხვევაში,   თუ   კალენდარული   წლის   განმავლობაში   ჩათვლის   უფლების   გარეშე 
დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტი ან მეტია. ამასთან, 
ამ შემთხვევაში ჩათვლილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას: 
ა)  იმ  სასაქონლო-მატერიალურ  ფასეულობაზე, რომელიც  ჩამოიწერება საქართველოს 
საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით; 
ბ) იმ საქონლის დანაკარგზე, რომელიც არ აღემატება უფლებამოსილი ორგანოს მიერ 
ამ საქონელზე დადგენილი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას. 
2.  თუ  საქონელი/მომსახურება,  რომლის  მიხედვითაც  დღგ-ის  გადამხდელმა  მიიღო 
ჩათვლა,  ერთდროულად  გამოყენებულ  იქნა  ჩათვლის  უფლების  მქონე  და  ჩათვლის 
უფლების   გარეშე   დასაბეგრ   ოპერაციებში   და   მათი   გამიჯვნა   შეუძლებელია,   მაშინ 
ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ 
ოპერაციებში    იქნა    გამოყენებული,    ნაწილობრივ,    საანგარიშო    პერიოდში    საერთო 
ბრუნვის    თანხაში    ჩათვლის    უფლების    გარეშე    გათავისუფლებული    დასაბეგრი 
ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით. 
3.  ამ  მუხლის  მე-2 პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  გასაუქმებელი  დღგ-ის 
თანხა  ექვემდებარება  დაზუსტებას  მიმდინარე  საგადასახადო  წლის  ბოლო  საანგარიშო 
პერიოდის  დეკლარაციაში  წლის  განმავლობაში  საერთო  ბრუნვის  თანხაში  ჩათვლის 
უფლების   გარეშე   გათავისუფლებული   დასაბეგრი   ოპერაციების   თანხის   ხვედრითი 
წონის მიხედვით. 
4.  გასაუქმებელი  დღგ-ის  თანხა  იანგარიშება  ჩათვლილი  დღგ-ის  თანხიდან  საერთო 
ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციების თანხის 
ხვედრითი წონის მიხედვით. 
5.    ძირითადი    საშუალების    მიხედვით    (გარდა    შენობა-ნაგებობისა)    პირველივე 
საანგარიშო  პერიოდში   სრულად   ჩათვლილი   დღგ-ის   თანხის   1/5  ყოველწლიურად, 
ძირითადი  საშუალების  ექსპლუატაციაში  მიღების  წლიდან  5  კალენდარული  წლის 
განმავლობაში, ექვემდებარება გაუქმებას: 
ა)   სრულად   –   თუ   ძირითადი   საშუალება   გამოყენებულ   იქნა   მხოლოდ   ისეთ 
ოპერაციაში, რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება; 
ბ)  ნაწილობრივ  (წლის  განმავლობაში  საერთო  ბრუნვის  თანხაში  ჩათვლის  უფლების 
გარეშე    გათავისუფლებული    დასაბეგრი    ოპერაციების    თანხის    ხვედრითი    წონის 
მიხედვით),  თუ  ძირითადი  საშუალება  გამოყენებულ  იქნა  ერთდროულად  ჩათვლის 
უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში.  
6.   საკუთარი   წარმოების   შენობა-ნაგებობის   ძირითად   საშუალებად   გამოყენების 
შემთხვევაში,   პირველივე   საანგარიშო   პერიოდში   ჩათვლილი   დღგ-ის   თანხის   1/10 
ყოველწლიურად,      შენობა-ნაგებობის      ექსპლუატაციაში      მიღების      წლიდან      10 
კალენდარული წლის განმავლობაში, ექვემდებარება გაუქმებას: 
ა)  სრულად  –  თუ  შენობა-ნაგებობა  გამოყენებულ  იქნა  მხოლოდ  ისეთ  ოპერაციაში, 
რომლის დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება; 
ბ)  ნაწილობრივ  (წლის  განმავლობაში  საერთო  ბრუნვის  თანხაში  ჩათვლის  უფლების 
გარეშე    გათავისუფლებული    დასაბეგრი    ოპერაციების    თანხის    ხვედრითი    წონის 
მიხედვით), თუ შენობა-ნაგებობა გამოყენებულ იქნა ერთდროულად ჩათვლის უფლების 
მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრ ოპერაციებში.  
Comments