მუხლი 72. დღგ-ის ჩათვლა

1.   საანგარიშო   პერიოდში   დღგ-ის   ჩათვლის   მისაღებად   დღგ-ის   გადამხდელად 
რეგისტრირებულმა  პირმა  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  173-ე  მუხლის  მე-2 
ნაწილით     გათვალისწინებული     ჩათვლის     დოკუმენტების     საფუძველზე     უნდა 
გაიანგარიშოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე 
მუხლის შესაბამისად და ასახოს საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. 
2. დღგ-ის ჩათვლისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 
ნაწილის  „  დ“  და  „  ე“  ქვეპუნქტით  დადგენილი  შეზღუდვები  არ  ვრცელდება  ჩათვლის 
შემდეგ დოკუმენტებზე: 
ა) სასაქონლო დეკლარაციაზე; 
ბ)    უკუდაბეგვრისას    ბიუჯეტში    დღგ-ის    თანხის    გადახდის    დამადასტურებელ 
დოკუმენტზე; 
გ)   დროებითი   შემოტანისას   ბიუჯეტში   დღგ-ის   გადახდის   დამადასტურებელი 
დოკუმენტზე; 
დ)  საქართველოს  მთავრობის  დადგენილებით  განსაზღვრული  საჯარო  სამართლის 
იურიდიული     პირების     მიერ     გაწეული     მომსახურების     საფასურის     გადახდის 
დამადასტურებელი  დოკუმენტი,  რომელთა  მიერ  გაწეული  მომსახურების  ტარიფები 
დადგენილია  დღგ-ის  ჩათვლით,  საქართველოს  კანონით  ან  საქართველოს  მთავრობის 
დადგენილებით.  
3. დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ: 
ა)    სასაქონლო-მატერიალური    ფასეულობის    ნაშთზე    ჩათვლა    განხორციელდება 
ჩათვლის   დოკუმენტების   მიხედვით,   საქართველოს   საგადასახადო   კოდექსის   174-ე 
მუხლის მე-3 ნაწილის „ დ“ და „ ე“ ქვეპუნქტებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 
ჩათვლისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით; 
ბ)     ექსპლუატაციაში     შესულ     ძირითად     საშუალებაზე     დღგ-ის     ჩათვლა     არ 
ხორციელდება. 
4.  დღგ-ის  გადამხდელს  უფლება  აქვს  ჩაითვალოს  საკუთარი  წარმოების  შენობა-
ნაგებობის      მშენებლობისათვის      შეძენილ      საქონელზე/მომსახურებაზე      ჩათვლის 
დოკუმენტების  მიხედვით  გადახდილი  ან  გადასახდელი  დღგ-ის  თანხა  (საქართველოს 
საგადასახადო   კოდექსის   174-ე   მუხლის   მე-3   ნაწილის   „დ“   და   „ე“   ქვეპუნქტებით 
საგადასახადო    ანგარიშ-ფაქტურებით    ჩათვლისათვის    დადგენილი    შეზღუდვების 
გათვალისწინებით)  
6.   დღგ-ის   გადამხდელს   უფლება   აქვს   საკუთარი   წარმოების   შენობა-ნაგებობის 
ექსპლუატაციაში    მიღებისა    და    ძირითად    საშუალებად    გამოყენების    საანგარიშო 
პერიოდში  ამ  ოპერაციაზე  დარიცხული  და  დღგ-ის  დეკლარაციაში  ასახული  დღგ-ის 
თანხა ჩაითვალოს:  
ა)  იმავე  დეკლარაციით  სრულად,  თუ  შენობა-ნაგებობა  გამოყენებულ  იქნა  ან/და 
გამოყენებული იქნება მხოლოდ ისეთ ოპერაციაში, რომლის დროსაც პირს აქვს ჩათვლის 
მიღების უფლება; 
ბ)  იმავე  დეკლარაციით  სრულად  თუ  შენობა-ნაგებობა  გამოყენებულ  იქნა  ან/და 
გამოყენებული იქნება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების 
გარეშე  ისეთ  ოპერაციებში,  რომელთა  გამიჯვნა  შეუძლებელია  და  პირის  მიერ  წინა 
საგადასახადო  წლის  მიხედვით  ჩათვლის  უფლების  გარეშე  დასაბეგრი  ოპერაციების 
თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია; 
გ)  ნაწილობრივ,  კალენდარული  წლის  ბოლო  საანგარიშო  პერიოდის  დეკლარაციაში 
წლის    განმავლობაში    საერთო    ბრუნვაში    ჩათვლის    უფლების    მქონე    დასაბეგრი 
ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად. 
Comments