მუხლი 71. დღგ-ისაგან გათავისუფლება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად

1.   საქართველოს   პარლამენტის   მიერ   რატიფიცირებული   და   ძალაში   შესული 
საერთაშორისო    ხელშეკრულების    (შემდგომში    –    ხელშეკრულების)    შესაბამისად 
საგადასახადო  შეღავათებით  (მათ  შორის,  დღგ-ისაგან  გათავისუფლება)  სარგებლობის 
მიზნით,   ხელშეკრულების   შესაბამისად   განსახორციელებელი   პროგრამის/პროექტის 
დამფინანსებელი   (დონორი)   მხარის   მიერ   შემოსავლების   სამსახურს   წარედგინება 
პროგრამის/პროექტის   განმახორციელებელი/მონაწილე   პირების   სია   ნახევარწლიანი 
ინტერვალით (ყოველი წლის 1 ივლისსა და 31 დეკემბერს) ან ინფორმაციის ცვლილების 
შემთხვევაში, დაზუსტებული სია. 
2.       ამ       მუხლის       პირველ       პუნქტში       აღნიშნული       პროგრამის/პროექტის 
განმახორციელებელი/მონაწილე  პირი  საგადასახადო  შეღავათებით  (მათ  შორის,  დღგ-
ისაგან  გათავისუფლება)  სარგებლობის  მიზნით,  საგადასახადო  ორგანოს  მიმართავს 
განცხადებით ( №III-22 დანართი). 
3.    საგადასახადო    ორგანო,    შემოსავლების    სამსახურთან    შეთანხმების    შემდეგ, 
განცხადების   მიღებიდან   10   სამუშაო   დღის   ვადაში   გასცემს   ცნობას   საგადასახადო 
შეღავათით  სარგებლობის  შესახებ  (შემდგომში  –  ცნობა)  დანართი  №III-23  ფორმით  და 
პირის   მონაცემებს   შეიტანს   საგადასახადო   შეღავათით   მოსარგებლე   პირთა   ერთიან 
ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – რეესტრი). 
4.     ხელშეკრულების     შესაბამისად     პროგრამით/პროექტით     გათვალისწინებული 
საქმიანობის      ან/და      კონტრაქტის      ვადაზე      ადრე      შეწყვეტის      შემთხვევაში, 
პროგრამის/პროექტის  დამფინანსებელი  (დონორი)  მხარე  ან  საგადასახადო  შეღავათით 
მოსარგებლე პირი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ 2 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს 
შემოსავლების სამსახურს. 
5.    საგადასახადო    შეღავათით    მოსარგებლე    პირის    მიერ    პროგრამის/პროექტის 
ფარგლებში    საქონლის    მიწოდებისას    ან/და    მომსახურების    გაწევისას,    ასევე    ამ 
პირისათვის  საქონლის  მიწოდებისას  ან/და  მომსახურების  გაწევისას  სავალდებულოა 
საფ-ის  გამოწერა,  რომელშიც  დღგ-ის  თანხის  აღმნიშვნელ  სტრიქონზე  მიეთითება  „  0“ 
(ნული).  
6.       პროგრამის/პროექტის       ფარგლებში       საქონლის/მომსახურების       შეძენისას, 
საგადასახადო  შეღავათით  მოსარგებლე  პირის  მიერ  ცნობა  წარედგინება  საქონლის 
მიმწოდებელს (გამყიდველს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ვალდებულია, საფ-
ის  გამოწერამდე,  გადაამოწმოს,  დაფიქსირებულია  თუ  არა  აღნიშნული  პირი  რეესტრში 
და  თუ  ფიქსირდება,  საფ-ში  დღგ-ის  თანხის  აღმნიშვნელ  სტრიქონზე  მიუთითოს  „  0“ 
(ნული).  
7. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი 
დღგ-ის   დაბრუნების   მიზნით,   საგადასახადო   შეღავათით   მოსარგებლე  პირის   მიერ 
საგადასახადო   ორგანოს   წარედგინება   განაცხადი   №III-24   დანართის   შესაბამისად, 
რომელსაც თან უნდა დაერთოს შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-
ების პირველი ეგზემპლარები.  




Comments