მუხლი 7. გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის აქტივობის მაჩვენებელი სტატუსი

1.  გადასახადის  გადამხდელს  (მათ  შორის,  საჯარო  რეესტრის  ეროვნულ  სააგენტოში 
რეგისტრაციას  დაქვემდებარებულ  პირს)  საქმიანობის  აქტივობის  შეფასების  მიზნით 
ენიჭება ერთ-ერთი შემდეგი სტატუსი:  
ა) აქტიური გადამხდელი;  
ბ) პასიური გადამხდელი;  
გ) ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელი.  
2.    აქტიური    ან    პასიური    გადამხდელის    სტატუსი    პირს    ენიჭება    მის    მიერ 
დეკლარაციის/გაანგარიშების   წარდგენისა   და   გადასახადის   გადახდის   ფაქტობრივი 
მდგომარეობიდან გამომდინარე. 
3. ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება: 
ა) გარდაცვლილ ფიზიკურ პირს; 
ბ)  ლიკვიდირებულ  ან  რეორგანიზაციის  (შერწყმა,  გაყოფა)  შედეგად  გაუქმებულ 
იურიდიულ ან სხვა პირს. 
4.  გადასახადის  გადამხდელის  სტატუსის  მინიჭება,  გარდა 
ლიკვიდირებული/გარდაცვლილი        გადამხდელის        სტატუსისა,        ხორციელდება 
სპეციალური  პროგრამის  მეშვეობით,  ყოველ  3  თვეში  ერთხელ  კვარტალის  მესამე  თვის 
ბოლო  რიცხვის  მდგომარეობით,  ბოლო  12  თვის  მანძილზე  საგადასახადო  ორგანოში 
ერთხელ     მაინც     წარდგენილი     საგადასახადო     დეკლარაციის/გაანგარიშების     ან 
გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.  
5. გადასახადის გადამხდელის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად გაუქმების 
დამადასტურებელი  დოკუმენტის,  ფიზიკური  პირის  გარდაცვალების  შემთხვევაში  კი  – 
სათანადო   წესით   დამოწმებული   გარდაცვალების   დამადასტურებელი   დოკუმენტის 
ასლის და განცხადების წარდგენის საფუძველზე, საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში 
კეთდება ჩანაწერი – „ლიკვიდირებულია“, „ გაუქმებულია რეორგანიზაციის შედეგად“ ან 
„გარდაცვლილია“   და   მიეთითება   ლიკვიდაციის,   რეორგანიზაციის,   გარდაცვალების 
დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და თარიღი. 
6.  გადასახადის  გადამხდელის  მოწმობა  ლიკვიდაციის  ან  რეორგანიზაციის  შედეგად 
გაუქმების     შემთხვევაში     –     გადასახადის     გადამხდელის     მიერ,     ხოლო     პირის 
გარდაცვალებისას   –   მემკვიდრის/სამკვიდრო   ქონების   განკარგვაზე   უფლებამოსილი 
პირის   მიერ   ბარდება   საგადასახადო   ორგანოს.   ლიკვიდირებული/რეორგანიზაციის 
შედეგად    გაუქმებული/გარდაცვლილი    გადამხდელის    საიდენტიფიკაციო    ნომრის 
შემდგომში სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია. 
Comments