მუხლი 69. ექსპორტში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევის დღგ-ისაგან გათავისუფლება

1.    ექსპორტში    ან    ტრანზიტში    მოქცეული    საქონლის    გადაზიდვის    და    ამ 
გადაზიდვასთან    უშუალოდ    დაკავშირებული    მომსახურების    გაწევის    დღგ-ისაგან 
გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 
ა)  საქონლის  თანმხლები  საერთაშორისო  სატრანსპორტო  დოკუმენტები  ან  მათი 
ასლები: 
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები 
ან     TIR-წიგნაკი,     ხოლო     ასეთი     დოკუმენტის     არარსებობის     შემთხვევაში     – 
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი; 
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; 
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედდებული; 
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები; 
ბ) სასაქონლო დეკლარაცია ან საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი 
შემცვლელი დოკუმენტი ან მათი ასლი, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის ან 
ექსპორტის   სასაქონლო   ოპერაციაში   გაშვებას,   ან   საქონლისა   და   სატრანსპორტო 
საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან მისი ასლი; 
გ) ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე.  
2.    ექსპორტში    ან    ტრანზიტში    მოქცეული    საქონლის    გადაზიდვისას,    როცა 
საქართველოს  ეკონომიკურ  ტერიტორიაზე  იცვლება  საქონლის  გადამზიდველი,  დღგ-
ისაგან  გათავისუფლება  გამოიყენება  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ  საქონლის  ერთი 
გადამზიდველიდან  მეორესთვის  გადაცემა  ხორციელდება  სახელმწიფო  კონტროლის 
ქვეშ. 
3.    რკინიგზით    გადაზიდვის    შემთხვევაში    დეკლარირებისას,    საქონლისა    და 
სატრანსპორტო  საშუალების  აღრიცხვის  მოწმობაში  დაფიქსირებული  ტრანზიტის  და 
ექსპორტის   სასაქონლო   ოპერაციების   ცვლილებისას,   საგადასახადო   ორგანოს   მიერ, 
დეკლარირებიდან  არა  უგვიანეს  2  სამუშაო  დღისა,  აღნიშნული  ცვლილების  შესახებ 
ეცნობება შპს „ საქართველოს რკინიგზას“. 
4.   ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   განსაზღვრული   დოკუმენტები   საგადასახადო 
ორგანოს წარედგინება მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 

Comments