მუხლი 68. უცხოეთის დიპლომატიური პირებისათვის განკუთვნილი საქონლის/მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლება

1.   უცხოეთის   დიპლომატიური   და   მასთან   გათანაბრებული   წარმომადგენლობის 
(შემდგომში  –  დიპლომატიური  წარმომადგენლობა)  ოფიციალური  სარგებლობისათვის 
განკუთვნილი     საქონლის     მიწოდებისას     ან/და     მომსახურების     გაწევისას,     თუ 
დიპლომატიური    წარმომადგენლობის    უფლებამოსილი    წარმომადგენელი    ითხოვს 
საქონლის/მომსახურების  დღგ-ისგან  გათავისუფლებას,  სავალდებულოა  საგადასახადო 
ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. 
2.  უცხოეთის  დიპლომატიური  და  მასთან  გათანაბრებული  წარმომადგენლობის  და 
დიპლომატიური  მისიის  წევრის  (შემდგომში  –  დიპლომატიური  წარმომადგენლობის 
წევრი)   პირადი   სარგებლობისათვის   განკუთვნილი   საქონლის   მიწოდებისას   ან/და 
მომსახურების გაწევისას: 
ა)    თუ    საქონლის/მომსახურების   დასაბეგრი    ოპერაციის    ჯამური    თანხა   ერთი 
მიწოდების   ფარგლებში   არ   აღემატება   100   ლარს,   ჩათვლის   უფლებით   დღგ-ისგან 
გათავისუფლებისათვის  საკმარისია  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  წევრის  მიერ 
მიმწოდებელს (გამყიდველს) წარედგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 
დიპლომატიური    პროტოკოლის    დეპარტამენტის    მიერ    მის    სახელზე    გაცემული 
პირადობისა      და      ოფიციალური      სტატუსის      დამადასტურებელი      შესაბამისი 
სააკრედიტაციო     ბარათი     და     დაუბრუნდეს     საკონტროლო-სალარო     აპარატით 
ამობეჭდილი  სალაროს  ჩეკი,  რომელზეც  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  წევრმა 
უნდა    მიუთითოს    ოფიციალური    სტატუსის    დამადასტურებელი    სააკრედიტაციო 
ბარათის  ნომერი  და  დაადასტუროს  ხელმოწერით  საქონლის/მომსახურების  დღგ-ის 
გარეშე  მიწოდება.  მოცემულ  შემთხვევაში,  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურის  გამოწერა 
სავალდებულო     არ     არის,     თუ     აღნიშნულს     არ     მოითხოვს     დიპლომატიური 
წარმომადგენლობის წევრი; 
ბ)   თუ   საქონლის/მომსახურების   დასაბეგრი   ოპერაციის   ჯამური   თანხა   ერთი 
მიწოდების    ფარგლებში    აღემატება    100    ლარს,    ჩათვლის    უფლებით    დღგ-ისგან 
გათავისუფლებისათვის  აუცილებელია  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  წევრის 
მიერ    მიმწოდებელს    (გამყიდველს)    წარედგინოს    პირადობისა    და    ოფიციალური 
სტატუსის    დამადასტურებელი    სააკრედიტაციო    ბარათი.    მოცემულ    შემთხვევაში 
მიწოდება     უნდა     განხორციელდეს     მხოლოდ     საგადასახადო     ანგარიშ-ფაქტურის 
გამოწერის    საფუძველზე,    რომელშიც    დღგ-ის    თანხის    აღმნიშვნელ    სტრიქონზე 
მიეთითება   „   0“,   მყიდველის   საიდენტიფიკაციო   ნომრის   აღმნიშვნელ   სტრიქონზე 
შეიტანება  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  წევრის  პირადობისა  და  ოფიციალური 
სტატუსის       დამადასტურებელი       სააკრედიტაციო       ბარათის       ნომერი,       ხოლო 
საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი სტრიქონის შეუვსებლად დარჩენილ უჯრედებში 
მიეთითება „ –“.  
3.  დღგ-ის  გადამხდელად  არარეგისტრირებული  თავისუფალი  ვაჭრობის  პუნქტში 
დიპლომატიური    წარმომადგენლობის    ან/და    დიპლომატიური    წარმომადგენლობის 
წევრისთვის   საქონლის   მიწოდება   ან/და   მომსახურების   გაწევა,   მიუხედავად   მათი 
ღირებულებისა,    ხორციელდება    ამ    მუხლის    მე-2    პუნქტის    „    ა“    ქვეპუნქტით 
განსაზღვრული წესით. 
4.   იმ   შემთხვევაში,   თუ   ამ   მუხლის   პირველ   და   მე-2   პუნქტში   აღნიშნული 
პროცედურების       მიუხედავად,       დიპლომატიური       წარმომადგენლობის       ან/და 
დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე 
მომწოდებლისათვის  გადახდილ  იქნა  დღგ  (18%),  მათ  უფლება  აქვთ  დაიბრუნონ  დღგ, 
მიუხედავად    დასაბეგრი    ოპერაციის    (ოპერაციების)    მიხედვით    დღგ-ის    თანხის 
ოდენობისა. 
5.  საქონლის/მომსახურების  შეძენისას  გადახდილი  დღგ-ის  დაბრუნების  მიზნით, 
დიპლომატიურმა   წარმომადგენლობამ   ან/და   დიპლომატიური   წარმომადგენლობის 
წევრმა  საგადასახადო  ორგანოში  უნდა  წარადგინონ  „  განაცხადი  გადახდილი  დღგ-ის 
დაბრუნების თაობაზე“ №III-21 დანართის შესაბამისად, რომელსაც თან უნდა დაერთოს 
შეძენილ    საქონელზე/მომსახურებაზე    დღგ-ის    გადამხდელის    მიერ    გამოწერილი 
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პირველი ეგზემპლარი. 
6.       განაცხადი       საგადასახადო       ორგანოს       წარედგინება       დიპლომატიური 
წარმომადგენლობის       ადგილმდებარეობის       მიხედვით       დასაბეგრი       ოპერაციის 
განხორციელებიდან  (საქონლის/მომსახურების  მიწოდების  თვიდან)  არა  უგვიანეს  3 
თვისა.  
7.    დიპლომატიურ    წარმომადგენლობას    უფლება    აქვს    წარადგინოს    განაცხადი, 
რომელშიც  აგრეთვე  ასახული  იქნება  ამ  წარმომადგენლობის  წევრების  მიერ  პირადი 
სარგებლობისათვის     შეძენილ     საქონელზე/მომსახურებაზე     გადახდილი     დღგ-ის 
დაბრუნების     მოთხოვნაც.     ამ     შემთხვევაში     ითვლება,     რომ     დიპლომატიური 
წარმომადგენლობის წევრებმაც წარადგინეს განაცხადი. 
8.  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  წევრის  ოჯახის  ნებისმიერ  სრულწლოვან 
წევრს  უფლება  აქვს  წარადგინოს  განაცხადი,  რომელშიც  აგრეთვე  ასახული  იქნება  ამ 
პირის     ოჯახის      სხვა     წევრთა     მიერ     პირადი     სარგებლობისათვის     შეძენილ 
საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის დაბრუნების მოთხოვნაც.  
9.  განაცხადი  ივსება  ქართულ  ან  ინგლისურ  ენაზე.  განაცხადის  ინგლისურ  ენაზე 
შევსების  შემთხვევაში,  მას  უნდა  დაერთოს  ნოტარიულად  დამოწმებული  თარგმანი 
ქართულ ენაზე. 
10.  საგადასახადო  ორგანო  განიხილავს  დიპლომატიური  წარმომადგენლობის  ან/და 
დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრის მიერ წარდგენილ განაცხადს და: 
ა)  ხარვეზის  არარსებობის  შემთხვევაში,  განაცხადის  წარდგენიდან  1  (ერთი)  თვის 
ვადაში  უზრუნველყოფს  თანხის  დაბრუნებას  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  
63-ე მუხლით დადგენილი წესით; 
ბ)  ხარვეზის  არსებობის  შემთხვევაში,  აღნიშნულის  თაობაზე  3  დღის  განმავლობაში 
წერილობით  ატყობინებს  განაცხადის  წარმდგენ  პირს  და  განუსაზღვრავს  15-დღიან 
ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 
11.  ხარვეზის  დადგენისას  ამ  მუხლის  მე-10  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტში  აღნიშნული 
ვადის   დენა   შეჩერებულად   ითვლება   პირის   მიერ   ხარვეზის   აღმოფხვრამდე   ან 
შეტყობინებაში განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.    
12.  ამ  მუხლის  მე-10  პუნქტის  „  ა“  ქვეპუნქტში  აღნიშნული  ვადის  გასვლამდე, 
საგადასახადო    ორგანოს    მიერ    განაცხადის    დაუკმაყოფილებლობის    შემთხვევაში, 
განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს განმეორებით. 
13.   განაცხადის   მიხედვით   დღგ-ის   თანხის   დაბრუნება   ხდება   საქართველოში 
ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე. 
Comments