მუხლი 66. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული და გადახდილი დღგ-ის თანხის აღრიცხვა

1. თანხის ბიუჯეტში გადახდისას, გადამხდელი საგადახდო დავალებაში მიუთითებს 
– „ უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ”. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული 
საგადასახადო  აგენტის  მიერ  უკუდაბეგვრის  წესით  დარიცხული  დღგ-ის  ბიუჯეტში 
გადახდის   მიზნით   საბანკო   ანგარიშიდან   თანხის   ჩამოწერის   დამადასტურებელი 
დოკუმენტი  ითვლება  დღგ-ის  ჩათვლის  დოკუმენტად  და,  შესაბამისად  ჩასათვლელი 
თანხა დადგენილი წესით აისახება საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის საანგარიშო 
პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში. 
2.   საგადასახადო   ორგანოები   უკუდაბეგვრის   წესით   დარიცხული   და   ბიუჯეტში 
გადახდილი    დღგ-ის    აღრიცხვას    აწარმოებენ    „გადამხდელის    პირადი    აღრიცხვის 
ბარათის” ცალკე – „ უკუდაბეგვრის სპეცბარათზე”. 
3.  დაუშვებელია  „  უკუდაბეგვრის  სპეცბარათზე”  არსებული  თანხების  ზედმეტად 
გადახდილ თანხად განხილვა და მათი სხვა გადასახადების მიხედვით დავალიანებების 
დასაფარავად მიმართვა, შესაბამის პერიოდზე ანგარიშგების წარდგენამდე.  
4. საგადასახადო ორგანო ცალკეული გადასახადების (მათ შორის, დღგ-ის) მიხედვით 
არსებული   ზედმეტად   გადახდილი   თანხის   უკუდაბეგვრით   გადასახდელი   დღგ-ის 
გადახდის ანგარიშზე გადატანისას, გადამხდელს უგზავნის შეტყობინებას. 
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს 
შეტყობინება  ითვლება  უკუდაბეგვრის  წესით  დღგ-ის  გადახდის  დამადასტურებელ 
დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს დღგ-ის ჩათვლის უფლებას. 

Comments