მუხლი 65. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშება

1. საგადასახადო აგენტი, რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი იურიდიული ან/და 
ფიზიკური   პირის   (შემდგომში   –   არარეზიდენტი)   მიერ   გაწეული   მომსახურების 
უკუდაბეგვრას, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული 
დღგ-ის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) დანართი №III-19 ფორმით.  
2.    საგადასახადო    აგენტს    უფლება    აქვს    არ    წარადგინოს    გაანგარიშება,    თუ 
არარეზიდენტი   მას   უწევს   მხოლოდ   დღგ-ისგან   გათავისუფლებულ   მომსახურებას 
(როგორც ჩათვლის უფლებით, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე).  
3.  გაანგარიშების  პირველ  და  მე-2  სტრიქონებზე  მიეთითება  საგადასახადო  აგენტის 
რეკვიზიტები. 
4.    გაანგარიშების    უჯრებში    მონაცემები    შეიტანება    უჯრების    დასახელებების 
(შინაარსის)   შესაბამისად.   ამასთან,   I   ნაწილის   მე-6   სვეტში   იწერება   მომსახურების 
მიწოდების   საბაზრო   ფასი   იმ   შემთხვევაში,   თუ   არარეზიდენტის   მიერ   გაწეული 
მომსახურების კომპენსაცია ხდება სანაცვლო მომსახურებით, ან როდესაც ადგილი აქვს 
არარეზიდენტის მიერ უსასყიდლო მომსახურებას. 
5.  გაანგარიშების  II  ნაწილი  ივსება  იმ  შემთხვევაში,  თუ  საანგარიშო  პერიოდში 
ადგილი  აქვს  დასაბეგრი  ოპერაციის  თანხის  კორექტირების  შემთხვევებს,  რომლის 
შედეგად  საგადასახადო  ორგანოში  ადრე  წარდგენილ  გაანგარიშებაში  დღგ-ის  თანხა 
აღნიშნულია არასწორად.  
6.  გაანგარიშებაში  ასახული  მონაცემების  უტყუარობა  და  სისრულე  ხელმოწერით 
დასტურდება საგადასახადო აგენტის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით. 


Comments