მუხლი 64. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესის გამოყენებაზე უარი

1.  თუ  პირს  არ  სურს  დაბეგვრის  სპეციალურ  წესზე  გადასვლა,  ამის  შესახებ  იგი 
საგადასახადო  ორგანოს  აცნობებს  შესაბამისი  საანგარიშო  პერიოდის  მომდევნო  თვის 
პირველ რიცხვამდე. 
2. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის მქონე 
პირი     უფლებამოსილია,     უარი     განაცხადოს     დაბეგვრის     სპეციალური     წესით 
სარგებლობაზე,    რის    შესახებაც    იგი    აცნობებს    საგადასახადო    ორგანოს.    პირის 
განცხადების  საფუძველზე  საგადასახადო  ორგანო  განახორციელებს  მონაცემთა  ბაზის 
კორექტირებას. 
3. დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლაზე ან მის გამოყენებაზე უარი არ ზღუდავს 
პირის უფლებას, შემდგომში გადავიდეს დაბეგვრის სპეციალურ წესზე. 
Comments